ქართულ-ამერიკულ „მომავლის სკოლას“ უნგრეთის მთავრობა დაეხმარება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ქართულ-ამერიკულ „მომავლის სკოლას“ უნგრეთის მთავრობა ფინანსურ დახმარებას გაუწევს. შეთანხმებას ხელი დღეს მომავლის სკოლის დირექტორმა, რაიან არნერმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიარტომ მოაწერეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია. შარვაშიძის განმარტებით უნგრეთის მთავრობის ასეთი მხარდაჭერა ფასდაუდებელია.

გიორგი შარვაშიძემ იმ სასტიპენდიო პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც 2014 წლიდან უნგრეთის მთავრობა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს და რომლის დახმარებით, ყოველწლიურად 50-ზე მეტი ქართველი სტუდენტი მიემგზავრება უნგრეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სრული დაფინანსებით.

Visited 129 times, 1 visit(s) today