ქედაში სოფლის განვითარების ევროპული მოდელი დაინერგება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ევროკავშირმა ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალი პროექტი წარადგინა. შეხვედრა ოფიციალურად გახსნეს ქედის მუნიციპალიეტის გამგებელმა დავით დუმბაძემ და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჯანაშიამ.საქართველოში სოფლის განვითარების ევროპული მიდგომის შესახებ ისაუბრა ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოსდაცვისა და სოფლის განვითარების მიმართულების პროექტის მენეჯერმა, ალვარო ორტეგა აპარისიომ. შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივებს თავინთ გამოცდილებაზე ესაუბრეს ENPARD-ის პარტნიორებმა საპილოტე მუნიციპალიტეტებიდან. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ფონდთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

Visited 103 times, 1 visit(s) today