ქედის თვითმმართველობა ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უამინდობა ქედაში მესამე დღეა გრძელდება. განსაკუთრებულად ამინდი გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდა. ინტენსიურ თოვას ერთვოდა ძლიერი ქარი. მთელი ღამის განმავლობაში შეუწყვეტლივ თოვდა, რამაც თოვლის საფარი თითქმის 2-ჯერ გაზარდა. მაღალ სოფლებში 1,5 მეტრს, ხოლო დაბლობში 80 სმ-ს აჭარბებს. გზები ინტენსიურად იწმინდება როგორც საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობის მიერ, ასევე ქედის კომუნალურსერვისის ტექნიკით. ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა დილისთვის თითქმის ყველა მიმართულებით შეზღუდა მიმოსვლა. თუმცა დილიდანვე მობილიზებულია დეპარტამენტის 12 ერთეული ტექნიკა და მიმდინარეობს 12 მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოები. თუ თოვის ინტენსივობამ ხელი არ შეუშალა დაგეგმილია 30-მდე მიმართულების გაწმენდა. ასევე გვიან ღამემდე მუშაობდა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ტექნიკა დაბა ქედაში, 2 ერთეული ტექნიკით დილიდან კვლავ განახლდა დაბის ქუჩების გაწმენდა. კომუნალურის თანამშრომლები მწვანე ნარგავებს ათავისუფლებენ თოვლის საფარისაგან. უამინდობა ღამით პრობლემები შექმნა ელექტროენერგიის მომარაგების კუთხითაც. ამ დროისთვის შუქი არ მიეწოდება მუნიციპალიტეტის 3000-მდე აბონენტს. ნაწილობრივ მიეწოდება მხოლოდ დაბის, მახუნცეთის, პირველი მაისის და მერისის ადმინისტრაციულ ერთეულებს. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. სასწავლო პროცესი კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო არ შედგა არცერთ საბავშვო ბაღში (მიუხედავად იმისა, რომ ბაღები მომარაგებულია ალტერნატიული გათბობის საშუალებით-შეშით), ასევე მოსწავლეთა გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ შედგა 15 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. სიტუაცია ამ დროისთვის მართვადია. თვითმმართველობა აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. განვითარებული სიახლეების შესახებ ინფორმაციას დეტალურად მოგაწვდით.

Visited 139 times, 1 visit(s) today