ქეთევან ციხელაშვილი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, გიედრიუს პუოჯუნასს შეხვდა.
ქეთევან ციხელაშვილი ელჩს ესაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის, შერიგებისა და ჩართულობის სტრატეგიის ძირითად ასპექტებზე.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ლიტვის რესპუბლიკის ჩართულობა და როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების საქმეში და შეთანხმდნენ ამ მხრივ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.
გიედრიუს პუოჯუნასმა ლიტვის რესპუბლიკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

Visited 149 times, 1 visit(s) today