ქეთევან ციხელაშვილმა პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გახსნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან, ზაურ დარგალთან და გარდაბნის მერთან რამაზ ბუდაღაშვილთან ერთად სოფელ ყარაჯალაში თბილისის მაზრის თვითმმართველობაში დემოკრატიულად არჩეული პირველი მუსლიმი ქალის მემორიალი გახსნეს. ფარი-ხანუმ სოფიევა ეთნიკურად აზერბაიჯანელი იყო, რომელმაც 1918 წელს, დემოკრატიული არჩევნების გზით, დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით, შეძლო და დეპუტატის მანდატი მოიპოვა.
მემორიალის გახსნის შემდეგ გრიგოლ ნემსაძე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ადგილობრივებს და ფარი-ხანუმ სოფიევას ოჯახის წევრებს შეხვდა.

Visited 224 times, 1 visit(s) today