ქეთევან ჯოხაძემ საკრებულოში მსოფლიოში გამოჩენილ ბოდიბილდინგერებს უმასპინძლა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისის თავმჯდომარემ ქეთევა ჯოხაძემ საკრებულოში მსოფლიოში გამოჩენილ ბოდიბილდინგერებს: პაკო ბაუტისტას, კარლოს სანჩესს, ვიქტორ რეინალდოს, ალექს სანჩესს და ალექს ბარდაძეს უმასპინძლა.
დელეგაცია საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტის ზაალ რუხაძის მოწვევით საქართველოს ჩემპიონატზე დასასწრებად სპეციალურად ჩამოვიდა.
შეხვედრაზე 5 ივნისს გასამართი შეჯიბრი განიხილეს და საქართველოში სპორტის აღნიშნული სახეობის განვითარების მიზნით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის გეგმები დასახეს.
მხარეებმა შეხვედრის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, რომელიც საქართველოში ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის განვითარებას, ახალგაზრდობის ჩართულობას, შშმ პირების ფიზიკური აქტივობების უზრუნველყოფასა და სპორტის სამყაროში მათ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, საქართველოში პირველად იმართება.
შეხვედრას მერიის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი გეგა ზურაბაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Visited 132 times, 1 visit(s) today