ქვაციხეში ახალი ბაღისთვის მშენებლობა მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხეში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყო და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ მოადგილეებთან გიორგი ბიწაძესთან და დავით ბიწაძესთან ერთად მიმდინარე პროექტი დაათვალიერა. 50 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება,რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება, სამი სოფლის – ქვაციხის, საკურწისა და ბიღის აღსაზრდელებს მოემსახურება. მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტით ხორციელდება და მისი ღირებულება 419 320 ლარს შეადგენს. გივი მოდებაძემ სოფელ ქვაციხეში ახალი მინი სტადიონის მშენებლობის პროცესიც დაათვალიერა.

Visited 57 times, 1 visit(s) today