ქვემო სარალში სასმელი წყლის ჭაბურღილი და რეზერვუარები მოეწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სარალში სასმელი წყლის ჭაბურღილის და რეზერვუარების მოწყობის სამუშაოები დასრულდა, რომელიც სოფლის მოსახლეობას საკმარისი წყლის რაოდენობის მიწოდებით უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ სოფელში აქამდე არ არსებობდა სასმელი წყლის ჭაბურღილი და შესაბამისად რეზერვუარებიც. პროექტის ფარგლებში 15 ადამიანი დასაქმდა, აქედან 8 ადგილობრივია. ინფრასტრუქტურული პროექტი 2016 წლის 1 სექტემბერს დაიწყო და მიმდინარე წლის 10 ნოემბერს დასრულდა. პროექტისთვის მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 058 ლარი გამოიყო.

Visited 352 times, 1 visit(s) today