ქვემო ქართლის გუბერნატორმა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში გრიგოლ ნემსაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 22 ივლისის, გარდაბანში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხზე იმსჯელა. შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე, ალექსანდრე მეტრეველი, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, მერის მოადგილეები და ზარალის შემსწავლელი კომისიის წევრები დაესწრნენ.
Visited 172 times, 1 visit(s) today