ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში, ,,ქვემო ქართლის რეგიონული ბიზნესფორუმი” ჩატარდა.
ბიზნესფორუმში მონაწილეობას ადგილობრივი და უცხოელი ბინზნესმენები, ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, რეგიონის მუნიციპალიტეტების სხვა ხელმძღვანელი პირებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა მიიღო.
ფორუმზე ინვესტორებმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია გააცნეს დამსწრე საზოგადოებას. კერძოდ, საუბარი შეეხო დმანისის მუნიციპალიტეტში, პანტიანის ტბაზე დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობას, ასევე ნაჩვენები იქნა სამშენებლო და აგრობიზნესის სფეროებში დაგეგმილი ინვესტიციების შესახებ პრეზენტაციები.
ბიზნესფორუმის ინიციატორი და ორგანიზატორი ქვემო ქართლში რეგიონული განვითარების სააგენტო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაა. ქვემო ქართლის ბიზნეს ფორუმი შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით, საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსის“ მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით ტარდება.