ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, რუსთავის მერიისა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქალაქის საკრებულოში, რეგიონში, ტურიზმის განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას რუსთავის მერის მოადგილე დავით ლობჟანიძე, ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ღურწკაია, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალი და ამ მიმართულებით რეგიონში არსებული პერსპექტივები განიხილეს. საუბარი, ასევე შეეხო ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებს. ღონისძიების ფარგლებში, იმ რამდენიმე პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო, რომელიც ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.