ქვემო ქართლში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პირველი რეგიონული ოფისი გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პირველი რეგიონული ოფისი გაიხსნა, რომელსაც აბაი ფაშაევი უხელმძღვანელებს. სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ქვემო ქართლში სააგენტოს წარმომადგენელი ოფიციალურად წარუდგინეს.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სააგენტოს რეგიონული ოფისის როლზე, რომელიც ხელს შეუწყობს ხელისუფლების და ადგილობრივი რელიგიური კონფესიების კოორდინირებულ მუშაობას და არსებული საჭიროებების გამოვლენას. აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რეგიონულ ოფისებს აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში გახსნის.

Visited 66 times, 1 visit(s) today