„საქართველოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციის“ ორგანიზებით და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების რეგიონული ფორუმი გაიმართა.
დღევანდელი ფორუმი ENPARD–ის პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვთარების სააგენტოს გაძლიერების“ ფარგლებში ჩატარდა.
რეგიონული ფორუმების, როგორც არაფორმალური პლატფორმის, მიზანია ხელი შეუწყოს და დაეხმაროს საქართველოში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მათ წინაშე არსებული პრობლემების გასაჯაროებასა და მათ გადასაჭრელად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ასევე საწარმოო ჯაჭვის წარმომადგენლებთან, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან დაკავშირებასა და მათ შორის კოორდინაციის მექანიზმის გაუმჯობესებაში.