ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ ,,ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ “ახალ უმაღლეს სასწავლებელთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის რეალიზაციას. უნივერსიტეტი კი, ტურიზმის სფეროს განვითარებას ინტელექტუალური რესურსისა და შესაძლებლობების ჩართულობით შეუწყობს ხელს.
ოფიციალურ დოკუმენდს ხელი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძემ და სასწავლებლის რექტორმა თამარ გარდაფხაძემ მოაწერეს.
სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქვემო ქართლის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს სამხარეო ადმინიტრაციაში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შესთავაზა.

Visited 98 times, 1 visit(s) today