ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე უძღვებოდა.
სხდომას ესწრებოდნენ გუბერნატორის მოადგილეები ალექსანდრე მეტრეველი, კახა კობერიძე, ზაურ დარგალი და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. საუბარი შეეხო რეგიონში ტურიზმის განვითარების მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებს.
აღსანიშნავია, რომ გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივით, უახლოეს პერიოდში, საკითხზე მსჯელობა, თემატური ფორუმის ფორმატში გაგრძელდება.
რეგიონის და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირების წინაშე მოხსენებით წარდგა, სურსათის ეროვნული სააგენტოს, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელი, რომელმაც სხდომაზე სფეროში არსებული საჭიროებების შესახებ ისაუბრა.

Visited 185 times, 1 visit(s) today