ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინიტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინიტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი უძღვებოდა. საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ. გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეგიონებში განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტები განიხილა. საუბარი შეეხო რეგიონში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს, რომელიც მუნიციპალიტეტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა-გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
სხდომის მიმდინარეობისას პრეზენტაცია გამართეს ორგანიზაცია “ინიციატივა რეგიონალური განვითარებისათვის“ წარმომადგენლებმა. მომხსენებლებმა ისაუბრეს პროექტის “ერთად ერთმანეთისათვის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი განვითარების ხელშემწყობ სოციალურ საკითხებზე.
მხარის გუბერნატორი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.

Visited 167 times, 1 visit(s) today