ქვესადგურში „მუხიანი“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა, ცენტრალურ აზიასა და ამიერკავკასიაში ,,ინტერ რაოს“ აქტივების მართვის ბლოკის ხელმძღვანელმა დიმიტრი ვოლკოვმა და სს ,,თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ქვესადგურში „მუხიანი“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობა დაათავლიერეს.
ქვესადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ელექტრომომარაგების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით ახორციელებს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქვესადგურში 6/10-კილოვოლტიან დახურულ გამანაწილებელ მოწყობილობებზე მოძველებული ზეთიანი ამომრთველები იცვლება თანამედროვე ვაკუუმური ამომრთველებით; ძველი ოპერატიული მართვის ფარის მაგივრად დამონტაჟდება ციფრული ტერმინალით აღჭურვილი თანამედროვე მართვის ფარი; განახლდება ქვესადგურის საკაბელო მეურნეობა. აგრეთვე, ტარდება ქვესადგურის შენობის კაპიტალური რემონტი.
ქვესადგური „მუხიანის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 მლნ 686 ათას ლარს შეადგენს. ქვესადგურის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება ქვესადგურის მართვა და კონტროლი, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების უსაფრთხოების დონე და ქვესადგურის მუშაობის ეფექტიანობა, რაც საბოლოო ჯამში მუხიანის და თემქის დასახლებების (გლდანი-ნაძალადევის რაიონის) 24 ათასზე მეტ აბონენტის ელექტრომომარაგების საიმედოობას და ხარისხს გაზრდის.

Visited 159 times, 1 visit(s) today