ქვეყანას სჭირდება კომპეტენტურობა, სწორი ხედვა და განახლებული ენერგია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვეყანას სჭირდება კომპეტენტურობა, სწორი ხედვა და განახლებული ენერგია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი არის ახალი სახეებით, ახალი ენერგიით და წარსულზე სწავლით ქვეყნის წინ წაყვანა.

„დღეს ჩვენ წარვადგინეთ განახლებული გუნდის ნაწილი და ჩვენი ამოცანა გახლავთ სწორედ ეს – განახლებით, ახალი ენერგიით, ახალი სახეებით, ძველი გამოცდილებებით და წარსულზე სწავლით უზრუნველვყოთ ის, რომ ქვეყანამ დაიწყოს და გააგრძელოს წინსვლა. უზრუნველვყოთ ის, რომ არსებობდეს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ქვეყანას გამოვიყვანთ ეკონომიკური კრიზისიდან. გავაუმჯობესებთ ჩვენი ოჯახების მდგომარეობას და საქართველოს წავიყვანთ წინ. სწორედ ესაა ჩვენი ხედვა. ქვეყანას სჭირდება კომპეტენტურობა, სწორი ხედვა და განახლებული ენერგია“, – განაცხადა ბაქრაძემ.

Visited 178 times, 1 visit(s) today