ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, მოგეხსენებათ, რომ გარკვეული შეფერხებები არსებობდა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით, სხვადასხვა მიზეზით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს განიხილება ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ენერგეტიკულ ბაზარს უფრო ღიას და კონკურენტულს გახდის.

„დღეს ჩვენ გამოგვაქვს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც კიდევ უფრო ღიას, კონკურენტულს გახდის ამ ბაზარს, რომელიც ე.წ. Premium feel-ის პრინციპზე იქნება დაფუძნებული და უფრო კომერციულად მიმზიდველი იქნება ინვესტორებისთვის, რომ მათი ინვესტიციები იყოს ეფექტური, სწრაფი, რაც ქვეყნისთვის უზრუნველყოფს ენერგოდამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

Visited 44 times, 1 visit(s) today