ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, ბიუჯეტიდან წლის დასაწყისიდან 14 მლნ 800 ათას ლარი დაიხარჯება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მთავრობის სხდომაზე ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით დასახარჯულ ბიუჯეტზე იმსჯელეს. როგორც ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მხოლოდ წლის დასაწყისიდან დახარჯავენ 14 მილიონ 800 ათას ლარს ქვეყნის პოპულარიზაციაზე.
“აქვე ვიმედოვნებთ, რომ წლის მეორე ნახევრში ჩვენ კიდევ შევძლებთ 8 მილიონი ლარის დამატებას და ეს იქნება მხოლოდ ტურიზმის ადმინისტრაციის მიმართულება, რომელიც ქვეყნის პოპულარიზაციაზე დაიხარჯება”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი გაიტანეს – ეს ეხება ტექნიკურ რეგლამენტს.
“ჩვენ დღეს გამოვიტანეთ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები. აღნიშნული წესები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი და ის განსაზღვრავს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით. მაგალითად, ხანძრისგან დამცავ აქტიურ სისტემებს განსაზღვრავს, ასევე ხანძრის გავრცელების თავიდან აცილებას”, -განაცხადა ქუმსიშვილმა.

Visited 152 times, 1 visit(s) today