ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობაზე წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა

საავტომობილო გზების დეპარტამენში ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის პროექტზე 20-მდე კომპანიასთან წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა. კომპანიების წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს როგორც დეპარტამენტის, ასევე ქვეშეთი-კობის გვირაბის პროექტის ავტორი ესპანური კომპანია „IDOM“-ის სპეციალისტებისგან.
დაგეგმილია: მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი – კობის მონაკვეთზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა.
გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, დაიწყება სოფელ წკერესთან და სოფელ კობთან დასრულდება.
პროექტი თბილისი-ლარსის მიმართულებით გადაადგილების დროს დაახლოებით 1 საათით შეამცირებს.
პროექტის დასრულების შემდეგ სატრანზიტო ტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა კურორტ გუდაურის ტერიტორიაზე.

Visited 206 times, 1 visit(s) today