წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2016 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან 13 უმნიშვნელოვანესი პროექტი ხორციელდება, რომელთა საერთო ღირებულება 3287 209 ლარია. სამი ახალი საბავშვო ბაღის (ხომულის, ფარცხანაყანევის, ქვიტირის) მშენებლობისა და სოფელ რიონის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმის განახლების, ქალაქის შიდა ქუჩებზე გზების დაგების, საყრდენი კედლების, მწვანესაფარიანი გაზონების მოწყობის, სოფელ ჯიმასტაროს, პირველი წყალტუბოსა და ქვიტირის გზების რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ გასულ წელს პრიორიტეტულად მიიჩნია სოფელ ქვილიშორში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის საკითხი, შესაბამისად აღნიშნული პროექტის დაფინანსება 382106 ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან მოხდა. სოფელ ქვილიშორის მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში პრობლემური იყო სასმელი წყლის მიღება, 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების დროსაც სოფლის მოსახლეობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ითხოვდა, რადგან მიუხედავად არაერთგზის თხოვნისა მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს საკითხი ვერ გადაწყვიტა.
2015 წლის ბოლოს შედგენილ იქნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა 139 ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდებას, ცენტრალური მაგისტრალის, მილების ქსელის მოწყობას და მრიცხველების დამონტაჟებას. სამუშაოების დაწყებამდე წყლის საკმარისი დებეტის გათვალისწინებით, პროექტში აუცილებელი გახდა ცვლილებების შეტანა, რომელთა მიხედვით გაიზარდება დაქსელვის არეალი, რაც უზრუნვეყოფს დამატებით კიდევ რამდენიმე ათეული ოჯახის სასმელი წყლით უზრუნველყოფას.
სასმელი წყლის მილების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება