ქობულეთის ახალი მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთის ახალი მერი მირიან ქათამაძე უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. მუნიციპალიტეტის პირველი პირი თანამშრომლებს ყოფილმა გამგებელმა სულხან ევგენიძემ წარუდგინა. შეხვედრაზე ახალმა ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და კოლექტივს თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„გავაგრძელებთ ყველა საინტერესო პროექტს, რომელიც უკვე დაწყებულია, ასევე დავგეგმავთ ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც იქნება მუნიციპალიტეტის განვითარებასა და ჩვენი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება. წინ გველოდება ძალიან ბევრი გაბედული იდეა, რომელსაც განახორციელებს გაბედული, მაღალკვალიფიციური ადამიანებისგან დაკომპლექტებული გუნდი“ – აღნიშნა მირიან ქათამაძემ.
ქობულეთის მერის პირველი სამუშაო დღე დატვირთული იყო. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, ასევე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ დაწესებულებების დირექტორებთან.
დღესვე მერი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

Visited 292 times, 1 visit(s) today