ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ქობულთის მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე გამგებლის მოადგილეებთან და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა მათი პროექტის შესახებ ისაუბრეს, რომელიც თვითმმართველობებში ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურად განხორციელებას ისახავს მიზნად. პროექტი სამ ეტაპს – ინფრასტრუქტურული ღონისძიებების დაგეგმვას, ფინანსურ მენეჯმენტსა და სივრცით მოწყობას მოიცავს. შეხვედრაზე ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულების შესახებ გაამმახვილეს ყურადღება. შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

Visited 174 times, 1 visit(s) today