ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დაბა ჩაქვი აღმაშენებლის მე-2 შესახვევი კმ0+000-კმ0+550 და მე-4 შესახვევი კმ0+000-კმ0+450 მონაკვეთებზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგელებში მოეწყო 80 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 324 გრძ.მ. რკინა-ბეტონის კიუვეტი და 61 გრძ.მ. ლითონის მილი.
სამუშაოებისთვის დეპარტამენტის ბიუჯეტიდან 305 420 ლარი დაიხარჯა.

Visited 265 times, 1 visit(s) today