თამარ მეფის სანაპიროზე მიწისქვეშა კომუნიკაციის მოწესრიგება დასრულდა. მოეწყო წყლისა და კანალიზაციის ახალი სისტემები. ამ ეტაპისთვის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. დღეს სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელბმა ქობულეთის მაჟორიტარებთან ერთად დაათვალიერეს. სანაპირო ზოლის სავალი ნაწილი ქვიშისგან იწმინდება, ასევე პლაჟი ყოველდღიურად სუფთავდება. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების დროს დაზიანებული ფილების აღდგენა-რეაბილიტაცია. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაპირო ზოლზე ახალი სკამები და სანაგვე ურნები განთავსდება.
Visited 292 times, 1 visit(s) today