დღეს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე ნინოშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა. ქუჩაზე ამ ეტაპისთვის სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების მონტაჟი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ტროტუარი და სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ასევე მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ინფრასტრუქტურული ღონისძიების განსახორციელებლად 175 000 ლარი დაიხარჯება. ნინოშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.
ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
19/06/2017