ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთში ისევ გადაუღებლად თოვს. სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები, ელექტრიკოსთა ჯგუფები, გამწვანებისა და სანდასუფთავების მობილური ჯგუფები. გამგეობაში შექმნილია ცხელი ხაზი: 595 70 44 00; 599 85 63 74; 599 85 63 73 აქტიურად მიმდინარეობს სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. საგზაო დეპარტამენტის ორგანიზებით ინტენსიურად იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ასევე სასოფლო გზები. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტშ 14 ერთეული სპეცტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ბოლო მონაცემებით ელექტრო ენერგია 6 000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. დაბა ოჩხამურის მოსახლეობას უშუქობის გამო სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე პირადად აკონტროლებს.

Visited 273 times, 1 visit(s) today