ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დილიდან განახლდა. მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოები. ინტენსიურად იწმინდება შიდასასოფლო გზები. სპეცტექნიკა ოთხი მიმართულებით მუშაობს. ციხისძირის, ბუკნარის, ზენითისა და ოჩხამურის მოსახლეობას წყალმომარაგება შეზღუდული აქვს. უამინდობის გამო წყალმომარაგების აღდგენა ვერ ხერხდება.
ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერული პროცესები რამდენიმე სოფელში განვითარდა. დაზიანდა შიდასასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლები. დაზარალებულების მდგომარეობას გეოლოგები შეისწავლიან.
სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მობილიზებულია სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები.

Visited 120 times, 1 visit(s) today