ქობულეთში ტურისტული სეზონის სამზადისი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქობულეთში ტურისტული სეზონის სამზადისი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. დღეს სეზონის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ დაათვალიერა. გამწვანებისა და დასუფთავების სამსახურების ორგანიზებით წესრიგდება ზღვის სანაპირო ზოლი. აქტიურად მიმდინარეობს შტორმის შედეგად დაზიანებული ფილებისა და ბორდიულების აღდგენა-რეაბილიტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ სანაპიროზე დეკორატიული სკამები და სანაგვე ყუთები განთავსდება.
ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგების პარალელურად წესრიგდება სკვერები და პარკები, ეტაპობრივად მიმდინარეობს მწვანე ზოლების გაცელვა-დასუფთავება.

Visited 222 times, 1 visit(s) today