ქობულეთში ქალთა ოთახი გაიხსნა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი მუნიციპალური სერვისი „ქალთა ოთახი“ გაიხსნა. საზეიმო ცერემონიალს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში და საზოგადოების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. „ქალთა ოთახი“-ს მიზანია, ქალებისთვის ინფორმაციისა და სერვისების მიწოდება, ქალთა ცნობიერების ამაღლების მხარდაჭრა და ასევე, ქალთა მონაწილეობის გაზრდა სათემო და მუნიციპალურ დონეებზე გადაწყვეტილებების მიღებაში. „ქალთა ოთახის“ ვიზიტორებს შეეძლებათ უფასოდ ისარგებლონ კომპიუტერითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკით, საბავშვო კუთხით, სივრცით, სხვადასხვა შეხვედრების მოსაწყობად, საკონსულტაციო სერვისებითა და სხვა მომსახურებით. „ქალთა ოთახის“ პროექტი „მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტო (SDC) აფინანსებს და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ ახორციელებს.

Visited 211 times, 1 visit(s) today