“ქორთიარდ მარიოტში” რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – ილია ზედგინიძე და გოჩა სვანიძე იბრძვის. კენჭისყრის დაწყებამდე ოთხწლიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგება ყოფილი პრეზიდენტი გია ნიჟარაძე. რაც შეეხება უშუალოდ კენჭისყრის პროცედურას, მასში მონაწილეობს ხმის მიცემის უფლების მქონე რაგბის კავშირის 68 ნამდვილი წევრი. გამარჯვებული ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. კენჭისყრა ფარულია. თავად არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

Visited 264 times, 1 visit(s) today