ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას ყურადღება უნდა დაეთმოს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, თუ საზოგადოება ითხოვს ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრას, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, ასეთ მოთხოვნას ყურადღება დაუთმოს.
როგორც სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება.
„ჩემთვის პირადად პრინციპულია ეს საკითხი, მიუხედავად ოპოზიციის არგუმენტისა, რომ ეს საკითხი დაფიქსირებულია კანონმდებლობაში. კი ბატონო, არის, მაგრამ დაბალი ლეგიტიმაციის ხარისხი აქვს. ჩვენ თუ ჩავწერთ კონსტიტუციაში, ვინც არ უნდა მოვიდეს უმრავლესობაში, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ამ საკითხის ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობა დასჭირდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

Visited 167 times, 1 visit(s) today