ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

„მომავალი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელთა განხორციელების პროცესში მერიისა და GWP-ის მუშაობა თანხვედრაში უნდა მოვიდეს და ისე არ მოხდეს, რომ ჯერ, მაგალითად, გზის საფარი დაიგოს და ამას, შემდეგ, წყალგაყვანილობის სამუშაოების გამო, გადათხრა მოჰყვეს“- აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, კომპანია მზად არის მომდევნო წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელოს და წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაცია განაგრძოს.
„მოვისმინეთ კომპანიის საინვესტიციო გეგმები და ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით, რადგან ქსელი მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შემიძლია კონკრეტული რაიონები დაგისახელოთ, სადაც მართლაც უმძიმესი მდგომარეობაა, ისეთი, როგორიც არის სამგორის რაიონი, ისანი და შესაბამისად, ამ კომპანიას დაგეგმილი აქვს, მომავალი სამი წლის განმავლობაში 200 000 მილიონი დახარჯოს ამ პრობლემების შესამსუბუქებლად. გარდა ამისა, ჩვენი თხოვნა იყო, დაზიანების შესახებ ზარზე სწრაფი რეაგირება მოხდეს, რაზეც დადებითი პასუხი მივიღეთ“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

Visited 132 times, 1 visit(s) today