ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში წარჩინებულ კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს “წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების ქვეპროგრამა” აკადემიურ წახალისებასა და წარჩინებულ მოსწავლეთა წარმოჩენას ისახავს მიზნად. წელს ოქროს მედლები საჯარო და კერძო სკოლების 1861 კურსდამთავრებულს გადაეცა, მათ შორის 132 ქუთაისის წარმომადგენელია.

Visited 251 times, 1 visit(s) today