ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში ბენეფიციარებისა და თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ. მოხუცთა პანსიონატის ბენეფიციარები და თანამშრომლები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
პანდემიისგან ყველაზე კარგი გამოსავალი იმუნიზაციის პროცესია. ხანდაზმულები რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აცრა ადგილზევე მოხდეს, რათა ეს პროცესი მათთვის უფრო კომფორტული იყოს “, -ამის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
10 მაისის მონაცემებით საქართველოში 62 447 აცრაა ჩატარებული.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22.