ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ქუთაისი-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 13 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მესტიისა და ლენტეხის დამაკავშირებელი უმოკლესი საავტომობილო გზის ნაწილია.
ამ დროისთვის, საექსკავაციო სამუშაოები, გრუნტის მოჭრა და კლდოვანი გრუნტის წინასწარ გაფხვიერება მიმდინარეობს.
პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საქართველოს შუა და აღმოსავლეთ რეგიონებიდან უშგულამდე და მესტიამდე მგზავრობის დრო. ხარისხიანი და უსაფრთხო საავტომობილო გზა, მეტად მიმზიდველს გახდის ამ მარშრუტს უცხოელი ვიზიტორებისთვის. პროექტის ღირებულება 33 587 570 ლარია.

Visited 383 times, 1 visit(s) today