ქუთაისში ახალი საწარმო გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქუთაისში, კომპანია „ალუტექ ჯორჯია“ – ს ახალი საწარმო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი მხეიძესთან ერთად გახსნა.
„ალუტექ ჯორჯია“ – ს ახალი საწარმო მეწარმეობის სტიმულირების სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით აშენდა. საწარმოში 700,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა და თავდაპირველად 15 ადამიანს დაასაქმებს, თუმცა გაფართოების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე გაიზრდება. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალი საწარმოს მუშაობას გაეცნენ, რომელიც პროდუქციას, თავდაპირველად, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის. საწარმო ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის პროდუქციას გამოუშვებს.

Visited 98 times, 1 visit(s) today