ქუთაისში დასუფთავების აქციები გრძელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ აგრძელებს კამპანიას „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“. კამპანიის ფარგლებში ქუთაისში ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქციები გრძელდება.
ქუთაისის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით ხელი შეეწყობა რეგიონში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის, ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების თანამშრომლებმა მიიღეს. აქციას კომპანია ჯეოსელიც შეუერთდა. დასუფთავების აქცია კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

Visited 156 times, 1 visit(s) today