ქუთაისში თვითმმართველობების მართვის თემაზე კონფერენცია გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტ „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, კონფერენცია გაიმართა. შეხვედრის მიზანს თვითმმართველი ქალაქების საერთო პრობლემატიკის განხილვა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. მხარეებმა ხარისხის მართვის სისტემებზე, პროგრამულ ბიუჯეტირებასა და ერთობლივ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრეს. კონფერენციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ყველა სხვა დანარჩენი თვითმმართველი ქალაქის მერი ესწრებოდა. შეხვედრაზე ასევე, მოწვეულები იყვნენ: რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები.

Visited 175 times, 1 visit(s) today