ქუთაისში მეეზოვის პროფესიული დღე აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში მეეზოვის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქალაქის მერი შოთა მურღულია და ა(ა)იპ “სპეციალური სერვისები” – ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე სპეციალური ტექნიკა იყო წარმოდგენილი და ასევე, “სპეციალური სერვისები”-ს მიერ გაწეული საქმინობის ამსახველი ფოტოკოლაჟი გამოიფინა. მეეზოვეებს პროფესიული დღე სხვა პროფესიის წარმომადგენლებმაც მიულოცეს.
დღესვე, ქალაქის სისუფთავეზე მზრუნველები სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ და საჩუქრები გადაეცათ.

Visited 191 times, 1 visit(s) today