ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია სრულდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, რეგიონების მასშტაბით მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში, ქუთაისს ესტუმრა. მინისტრი იმერეთის ვიცე–გუბერნატორ გიორგი ჭიღვარიასა და ქუთაისის მერ შოთა მურღულიასთან ერთად, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში, პარკის შიდა გზებზე 15 000 – მდე ბეტონის ფილა დაიგო, გაკეთდა ბილიკები და მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარამდე დაიხარჯა. ქალაქში ეს ყველაზე დიდი პარკია, რომელიც რეკრეაციულ ზონას მიეკუთვნება და მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს.

Visited 212 times, 1 visit(s) today