ქუთაისში სამედიცინო ცენტრი ,,მულტიმედი” გაიხსნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში სამედიცინო ცენტრი ,,მულტიმედი” გაიხსნა, ღონისძიებას ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. სამედიცინო ცენტრ “მულტიმედში “გაერთიანებულია ორი კლინიკა, ესენია თვალის კლინიკა – “ახალი მზერა” და თბილისის ვაჟა ივერიელის სახელობის, ენდოკრინოლოგია,მეტაბოლოგია დიეტოლოგიის ცენტრი “ენმედიცი”.
დღევანდელი დღიდან დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა კლინიკა მულტი მედში მიიღონ ის მომსახურეობა როგორიცაა თვალის ექსიმელაზერული კორექცია და სრული ამბოლატორიული კვლევები ოფთალმოლოგიის მიმართულებით, ასევე შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ კლინიკა ,,ენმედიცი”-ს ლაბორატორიით, ბავშვთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგიით.
კლინიკა “მულტიმედში ” ასევე გახლავთ თითქმის ყველა პროფილის მიმართულებით ამბოლატორიული მომსახურეობა, კერძოდ ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგია, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური კვლევები, პედიატრია დღის სტაციონარით, კარდიოლოგია, ჰეპატოლოგია, დერმატოლოგია და ასევე სტომატოლოგიური მომსახურეობები.

Visited 836 times, 1 visit(s) today