ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იმერეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა, საზეიმო ღონისძიებები გამართა: მოეწყო შეხვედრა წარმატებულ სპორტსმენებთან, იმერეთის რეგიონის სპორტსმენების საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა გამოიფინა და ასევე, ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეებმა, წარმოადგინეს თეატრალური პერფორმანსი „მოგზაურობა ოლიმპიურ სამყაროში“.
საზეიმო აქტივობებში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ, ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა მიიღეს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 1989 წლის 6 ოქტომბერს დაარსდა. სეოკ – ი ამ დროის განმავლობაში, მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა სპორტულ ფედერაციებსა და სპორტსმენებს საერთაშორისო სარბიელზე მოსახვედრად.

Visited 105 times, 1 visit(s) today