ქუთაისში „წლის ბიზნესი 2016“ – ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში „წლის ბიზნესი 2016“ – ის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე – გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმდჯომარე დავით დვალი ესწრებოდნენ.
მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ინიციატივით, ღონისძიება ქუთაისში რეგისტრირებულ ბიზნეს კომპანიებს შორის უკვე მეორედ ჩატარდა. კონკურსი მიზნად იმ წარმატებული ბიზნეს კომპანიების წახალისებას ისახავდა, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქუთაისში ბიზნესის განვითარებაში. კონკურსი ასევე, ხელს უწყობს კომპანიების ცნობადობის გაზრდასა და მათი ბიზნეს საქმიანობის პოპულარიზაციას. სპეციალური პრიზით 15 კომპანია დაჯილდოვდა.
კონკურში მონაწილეობა 46 – მა კომპანიამ მიიღო, სულ 12 ნომინაცია გამოვლინდა.

Visited 158 times, 2 visit(s) today