ქუთაისში 96 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქუთაისში, ნიკეას #21–ში მდებარე დევნილთა სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში 96 დევნილი ოჯახი საცხოვრებელი ფართის მფლობელი გახდა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.
შენობაში სულ 96 ბინაა, აქედან 12–ერთოთახიანი, 12–ოროთახიანი და 72–სამოთახიანი.

Visited 211 times, 1 visit(s) today