სოფელ ჩიხში ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის სრულად აღდგენა შეუძლებელია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საჩხერეში კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ადგილობრივ ხერლისუფლებასთან ერთად მათ ჩიხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი და მასთან არსებული ციხესიმაგრე მოინახულეს.
არქიტექტორ-რესტავრატორი იოსებ აგლაძე და ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე აქ გამგეობის მოწვევით ჩამოვიდნენ. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მალხაზ ბაზაძის ინიციატივით გამგეობიდან წერილობითი მოთხოვნა ზემოაღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მოთხოვნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოში გაიგზავნა.
სპეციალისტებმა ძეგლის მდგომარეობა შეისწავლეს და ფოტო მასალა გადაიღეს. ისინი ადგილობრივ მკვიდრებს ვენედიქტე და სოზარ იაკობაშვილებს შეხვდნენ. ბატონი ვენედიქტე და სოზარი სწორედ ის პიროვნებები არიან, რომლებმაც 1991 წლის მიწისძვრის შემდეგ დანგრეული ტაძარი საკუთარი ხელითა და სახსრებით აღადგინეს.
როგორც ხელოვნებათმცოდნემ გიორგი გაგოშიძემ განაცხადა ძეგლი მნიშვნელოვანია, თუმცა მისი სრულად აღდგენა შეუძლებელი. აქვე დასძინა, რომ გარკვეულ ეტაპზე მისი შენარჩუნება და ტურისტულ კერად ქცევა შესაძლებელია.
კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის თანამშრომლები სოფელ ჩიხის სალოცავისა და ნაციხევის ფოტოებს სპეციალურ ჯგუფს წარუდგენენ, რომლებიც გადაწყვეტილებას რეასტავრაციასთან დაკავშირებით მიიღებენ.

Visited 255 times, 1 visit(s) today