ღვინის მაგისტრების ვიზიტი საქართველოში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს 4 დღიანი ვიზიტით ღვინის მაგისტრების 21-კაციანი ჯგუფი ესტუმრა. მათი ვიზიტი განხორციელდა ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. ჯგუფის წევრები მსოფლიოს 9 ქვეყანაში მოღვაწეობენ და წარმოადგენენ ღვინის მაგისტრების ინსტიტუტს, რომელიც ლონდონშია განთავსებული. ღვინის სფეროში ასეთი მასშტაბური და წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოში პირველად განხორციელდა.

ღვინის მაგისტრების ტურის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. მათ მოინახულეს ღვინის კომპანიები, სადაც გაიმართა სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაციები, ესტუმრნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ღვინისა და ვაზის კულტურასთან დაკაშირებულ უძველეს ნიმუშებს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას სანერგე მეურნეობაში კი დააგემოვნეს იშვიათი ქართული ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები.

ოთხდღიანი ტურის ფარგლებში განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა ღვინის მაგისტრების ვიზიტი ალავერდის მონასტერში, სადაც გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტექნოლოგიას, დაათვალიერეს ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარე ღვინის მარანი. აქვე სტუმრებისთვის გაიმართა მონასტრის ღვინოების დეგუსტაცია-პრეზენტაცია.
ღვინის მაგისტრებმა ასევე დაათვალიერეს იყალთოს მონასტერი, სადაც უძველესი ღვინის მარანი და ქვევრებია შემონახული.

Visited 282 times, 1 visit(s) today