„ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებისთვის სპორტული ღონისძიებები გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის ფარგლებში ვაზიანის IV მექანიზებული და I საარტილერიო ბრიგადების ტერიტორიაზე სპორტული ღონისძიებები გაიმართა. სპორტული აქტივობების მიზანს სწავლებაში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეების დაახლოება და ერთმანეთის უკეთ გაცნობა წარმოადგენდა.
შეჯიბრებები ფრენბურთში, მინიფეხბურთში, მკლავჭიდსა და ბაგირის გადაქაჩვაში ჩატარდა. გუნდები სწავლებაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებით იყო დაკომპლექტებული.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით დაჭრილი და დაშავებული ქართველი სამხედრო მოსამსახურეებიც იმყოფებოდნენ. დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა გუნდის კაპიტანის, მაიორ ბესარიონ ღუდუშაურის ხელმძღვანელობით, მჯდომარე ფრენბურთში იასპარეზეს.

Visited 178 times, 1 visit(s) today