ყაზბეგში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებმა აპრილის თვის სასურსათო მარაგები მიიღეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღების აპრილის თვის სასურსათო მარაგი გაიცა. ძირითადი მოხმარების, არამალფუჭებადი საკვები პროდუქტით დაკომპლექტებული პაკეტი მუნიციპალიტეტში მოქმედი ყველა ბაღის აღსაზრდელმა მიიღო. სურსათის დარიგების პროცესში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ადგილზე არსებულ ვითარებას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მცხეთა-მთიანეთში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა მარტისა და აპრილის სასურსათო მარაგები უკვე მიიღეს. ჯამში, აღსაზრდელთა ოჯახებზე, რეგიონის მასშტაბით 7500-მდე პაკეტი გაიცა.

Visited 87 times, 1 visit(s) today